Fish's Blog

Posts Tagged ‘აფრიკა

Invictus

Posted on: April 18, 2011

ვუყურე Invictus-ს და მომეწონა. თუმცა ეს გრძნობა მოწონებაზე ბევრად მეტი იყო. საერთოდ ბიოგრაფიული დრამები ძალიან მომწონს, უნდა ვაღიარო რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში. ამ ფილმმა გამიღვიძა პატრიტიზმის გრძნობა, გამაკეთილშობილა და ბოლოს და ბოლოს რაგბი შემაყვარა, თანაც იმდენად, რომ ამ თამაშის წესების შესწავლაც კი დავიწყე. ნამდვილად ბევრის მომცემი აღმოჩნდა რეალურ ისტორიაზე აგებული, ნელსონ მანდელას ცხოვრების ეს პატარა მონაკვეთი ჩემთვის.

ნუ დაინანებთ თქვენი ცხოვრების 2 საათსა და 10 წუთს ამ ფილმის სანახავად, უყურეთ! არ ინანებთ! Read the rest of this entry »

ეხლა გამახსენდა მირიამ მაკება და გული დამწყდა,რომ მასზე პოსტი არ მაქვს დაწერილი. ძალიან მომწონს.
მირიამ მაკება იგივე მამა აფრიკა იყო სამხრეთ აფრიკელი მომღერალი და ამავე დროს სამოქალაქო უფლებების დამცველი.ჯაზისა და ტრადიტიული აფრიკული მუსიკის ნაზავი მის მუსიკაში დღესაც იზიდავს უამრავ მელომანს. მის ჯილდოებში საპატიო ადგილი უჭირავს გრემის.
იგი დაიბადა იოჰანესბურგში 1932 წელს. მაკებამ თავისი კარიერა დაიწყო 1950 წელს აფრიკულ ჯგუფ Manhattan Brothers-სთან ერთან, შემდეგ კი ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი – Sylarks . სანამ წარმატებული და ცნობილი შემსრულებელი გახდებოდა იგი რამდენიმე დოლარს იღებდა თითო სიმღერაში. გარდაიცვალა 76 წლის ასაკში, 2008 წლის ნოემბერში.
თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოუსმინოთ რამდენიმე გაჰიტებულ სიმღერას, მისი შესრულებით.

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com