Fish's Blog

Posts Tagged ‘თევზი

თევზად რო დაიბადები ადამიანი სიზარმაცე არ აგცდება, დევიზად გადაგექცევა ფრაზა :  ”თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო ნუ გააკეთებ მას დღეს, თუ ზეგ გააკეთებ იმას,რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია,ორი თავისუფალი დღე გექნება”.სიზარმაცე რო არა, 5 იანვარს არ მოგილოცავდით ახალ წელს :D. სანამ დამვიწყებია, გილოცავთ ყველას ახალ წელს!!!

Read the rest of this entry »

Advertisements

7 ივლისის შუა ღამე იდგა, მთვარე ჩასვლას არ ჩქარობდა. თევზი და ხვლიკი მუსაიფობდნენ. .

ხვლიკი მის ამერიკობაზე ოცნებობდა, უნდოდა მთელ მსოფლიოში მშვიდობა დამყარებულიყო და არცერთ ბავშვს არ ეშიმშილა. თუმცა ამასთანავე მზად იყო მისტერ მუსკულადაც კი ემუშავა. ისეთი მონდომებული ჩანდა, ”მისტერ მუსკული და, თქვენი უნიტაზები პრიალებს, ისე როგორც ქოლგეიტით გახეხილი კბილები”, ფრაზის გამეორებასაც არ დაიზარებდა.

და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რას დამშვიდობების ცერემონიალი გადაიღო Universal Pictures-თან ერთად.

ხო არ დამავიწყდეს, უკუღმა წერა ისწავლა, რომ ჩაძინებულ, ამოტრიალებულ თევზს გაეგო რას წერდა : ”sʌɐႡsnɐɹɐ ɹәʍƃoɯ pɐႨnqәʌɐɹ!ʎoɯɐ.”

ბოლოს უნიტაზებზე დაიცვა დისერტაცია და მიხვდა რო ადრე უნიზატების გარეშეც ახერხებდნენ რაღაცას ადამიანები და იყვნენ ბედნიერები, ბედნიერები და არაჰიგიენურები.

მორალი: ZZZzzzzzzzzzzzzZZZ…..zzzzzzZzzzz Read the rest of this entry »

ავიღე ცუნცულას აკვარიუმი და გადავწყვიტე გამესეირნა. ვიფიქრე არც თევზს აწყენს სუფთა ჰაერი მეთქი. მივდიოდი და წყალი აკვარიუმიდან ხან ერთ მხარეს ისხმებოდა ხან მეორე მხარეს. ვიცოდი ეს კარგს არაფერს მოიტანდა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი და გზას ვაგრძელებდი, წყალი სულ უფრო და უფრო ცოტავდებოდა. ბოლო ნაკადს ცუნცულაც ამოყვა, მე დაბნეულობისაგან აკვარიუმი მიწაზე დავდგი და თევზი გავჭყლიტე.
მადლობა ღმერთს გავიღვიძე, თავი დავიმშვიდე მხოლოდ სიზმარი იყო მეთქი.

თუმცა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, შუადღისას ცუნცულამ უკან-უკან დაიწყო ცურვა, მერე გვერდულად ამობრუნდა და უკვე სიკვდილს ებრძოდა. დიდი ხანი იტანჯა, სულს ღაფავდა, ყოველი მცდელობა გადარჩენისთვის უშედეგო იყო. ამის ყურება აღარ შემეძლო. ევთანაზია გამახსენდა. და მორჩა. ცუნცულა აღარაა.

რას არ გავიღებდი ოღონდ, არ ასრულებულიყო ჩემი სიზმარი, მაგრამ მოსახდენი მოხდა.

 

წავიკითხე ბერტოლდ ბრენტის   –   ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ.

,,ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ”, ჰკითხა ბატონ კ.-ს თავისი დიასახლისის ქალიშვილმა, ,,უფრო გულმოწყალენი იქნებოდნენ პატარა თევზების მიმართ?“
,,უეჭველად“, მიუგო მან. ,,ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, პატარა თევზებისათვის ზღვაში უზარმაზარ ყუთებს ააშენებინებდნენ, რომლებშიც უხვად იქნებოდა ყოველგვარი საჭმელი, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური. Read the rest of this entry »

სათაურიდანვე მიხვდებოდით რო პირველად ვიღებ მონაწილეობას თეგ თამაშში, რომელშიც Kate Alukard (ბუ) -მა მომნიშნა. თამაშის თემაა ”მანამ მოვკვდები”.


ყოველთვის როცა ამ თემაზე ვფიქრობ, ეს ვიდეო მახსენდება >>


და ვხვდები რო შეუძლებელი არაფერია, მთავარია მოინდომო. თუმცა რამე განსაკუთრებული ოცნება, სურვილი არ გამაჩნია. ჩემი პოსტები თუ გაქვთ წაკითხული მიხვდებით, რომ არ ვარ ამბიციური. არც მსოფლიოს დაპყრობაზე ვოცნებობ და არც პოპულარობაზე. თანაც ”ვინ გითხრა, რომ მწვერვალი ვაკეს სჯობია?!”.

მე ვარ უბრალო თევზე, რომელიც თავის აკვარიუმში ცხოვრობს, და რომლის ერთადერთი სურვილია საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დაბერდეს!

სულ ეს იყო, მინდა მოვნიშნო ორფეხა კლოუნი, Kate Alukard-ი, ალქაჯი.მეტი არავინ მახსენდება რა ვქნა, აა ხო და წყაროსაც მოვნიშნავ, არამგონია ეცალოს ამ ყველაფრისთვის მაგრამ მაინც.
ახლა გამახსენდა და დავამატებ  მწვანე ვაშლი, ნიკა მოკლედ რა 😀


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com