Fish's Blog

Posts Tagged ‘ოქროს თევზი

ავიღე ცუნცულას აკვარიუმი და გადავწყვიტე გამესეირნა. ვიფიქრე არც თევზს აწყენს სუფთა ჰაერი მეთქი. მივდიოდი და წყალი აკვარიუმიდან ხან ერთ მხარეს ისხმებოდა ხან მეორე მხარეს. ვიცოდი ეს კარგს არაფერს მოიტანდა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი და გზას ვაგრძელებდი, წყალი სულ უფრო და უფრო ცოტავდებოდა. ბოლო ნაკადს ცუნცულაც ამოყვა, მე დაბნეულობისაგან აკვარიუმი მიწაზე დავდგი და თევზი გავჭყლიტე.
მადლობა ღმერთს გავიღვიძე, თავი დავიმშვიდე მხოლოდ სიზმარი იყო მეთქი.

თუმცა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, შუადღისას ცუნცულამ უკან-უკან დაიწყო ცურვა, მერე გვერდულად ამობრუნდა და უკვე სიკვდილს ებრძოდა. დიდი ხანი იტანჯა, სულს ღაფავდა, ყოველი მცდელობა გადარჩენისთვის უშედეგო იყო. ამის ყურება აღარ შემეძლო. ევთანაზია გამახსენდა. და მორჩა. ცუნცულა აღარაა.

რას არ გავიღებდი ოღონდ, არ ასრულებულიყო ჩემი სიზმარი, მაგრამ მოსახდენი მოხდა.

 

Advertisements

ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ახლა გადავწყვიტე გაგიმხილოთ რომ ახალი ოჯახის წევრი მყავს – ოქროს თევზი.
მასაც ჩემსავით 23 თებერვალს აქვს დაბადების დღე.
ამ დღეს გავიცანი.

თუმცა პოსტი ჩემს თევზზე არ გეგონოთ.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ეს ჯგუფი და მიკვირს აქამდე როგორ არ გაგიზიარეთ:  Goldfish. Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com