Fish's Blog

Posts Tagged ‘პერფორმანსი

Untitled11111ყველა რაღაცას მალავს, რაღაცას ისე თორემ ალბათ ბევრ რამეს. ზოგი დიდ ცხვირს მაკიაჟით, ზოგი წვრილ ტუჩებს კონტურული ფანქრის გამოყენებით, ზოგი სიმელოტეს, ზოგი ჭარბთმიანობას, ზოგი სიმსუქნეს, ზოგი სიგამხდრეს, ზოგი შეხედულებებს, ზოგი ორიენტაციას, ზოგი ცხოვრების სტილს. ზოგი საკუთარ თავსაც არ უტყდება სიმართლეში, ზოგიც ბედავს, ჯერ საკუთარ თავთან ხდება გულახდილი, მერე ძალას იკრებს და საზოგადოებას უმხელს იმას, რასაც ადრე საკუთარ თავს უმალავდა… საზოგადოების ნაწილი იღებს ამ ადამიანს, ნაწილისთვის სულერთია, ნაწილი კი აგრესიულად განეწყობა და მტრულად მოეკიდება ხოლმე. ალბათ, მიხვდით რაზეც ვსაუბრობ, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები ვიგულისხმე, სიტყვა განსხვავებულიც მეხამუშა რაღაცნაირად.
Read the rest of this entry »

Advertisements

23283339_10208694540315455_1755082488_nმგონია რომ ცხოვრებას აღვიქვამ ლამაზად, არ მიყვარს ეს სიტყვა, თითქოს არაფრის მთქმელია, მშვენიერი უფრო მომწონს, მაგრამ არც ეგ სიტყვა აღწერს ჩემს დამოკი-დებულებას ცხოვრებისადმი. მაგრამ, მაინც ვიტყვი ცხოვრება მშვენიერია თავისი ტკივილით, საკუთარი თავის ძიებით, პოვნით და შემდეგ ისევ დაკარგვით, საკუთარი თავის სიყვარულით, შეცოდებით, სხვების მეტ-ნაკლები სიყვარულით, იმ ერთის ნამდვილი სიყვარულით; ცხოვრება მშვენიერი ყველა გრძნობით და ხანდახან გრძნობების არ ჰქონითაც მშვენიერია. ცხოვრება მშვენიერია ხმებით, არ მიყვარს ყურსასმენით სიარული, გარემო ხმებზე დაკვირვებაზე მეტად ერთი და იმავე მუსიკის სმენა არ აღმაფრთოვანებს, აი გარემოს ხმები სულ სხვაა, აი ახლაც კლავიატურაზე თითების ტყაპატყუპი, მოჩვენებითი სიჩუმე ირგვლივ, მანქანების ყრუ ხმაური შორიდან, დახურული ფანჯრიდან შემოსული ფოთლების შრიალის ხმა, ნუთუ ეს მშვენიერი არაა?!23163881_10208694540355456_683983020_n ნუთუ მშვენიერი არაა როცა მზიან დღეს სეირნობ ჩუმ ქუჩაზე, სადაც ადამიანები საერთოდ არ დადიან, რამდენიმე ქუჩის მოშორებით ქალაქის ყრუ გუგუნი ისმის, შენ კი მკვეთრად მხოლოდ შენი თმების შრიალის ხმა გესმის, თუ როგორ ეხეთქებიან თმის ღერები ერთმანეთს.
სილამაზის აღქმის უნარი გაქვსო…
იქიდან ჩამოიტანე, რაღაც ისეთი შეგეხო, იქ, რომ სილამაზეს სხვანაირად აღიქვამო, – ასე მითხრა. ისევ სილამაზე…
Read the rest of this entry »

2013 წლის 17 მაისს, როცა მე თბილისში არ ვიყავი, მოხდა ის, რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო ჩემთვის, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქართველებმა ქართველები სასიკვდილოდ გაიმეტეს. ვერ წარმოვიდგენდი ამდენი ჰომოფობი თუ იქნებოდა ქართველი. ადამიანს რომელსაც სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება შეუძლია , მხოლოდ ჰომოფობი არ არის, ის კაცთმოძულეა.
ამ ფაქტის შემდეგ საქართველოში აღინიშნება ოჯახის დაცვის დღე, მე მრცხვენია რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ სადაც საჭიროა იმის აღნიშვნა და შეხსენება, რომ ოჯახს დაცვა სჭირდება. ოჯახს სჭირდება! ოჯახს – და არა პიროვნების თავისუფალ ნებას, სურვილს, პირად ცხოვრებას. ოჯახს სჭირდება მხოლოდ დაცვა.
ამხელა შესავლის გაკეთებას არ ვაპირებდი, გუშინ 17 მაისი იყო, თბილისში ზოგი ოჯახს იცავდა, ზოგი პირადი ცხოვრების თავისუფლებას. ისანში ელექტროვერკში კი ხდებოდა ის რაც ჯერ არ მომხდარა საქართველოში (ან მე არ ვიცი თუ მომხდარა, მაგრამ მაინც არამგონია). თურმე ჩვენც შეგვძლებია (ქართველებს) ხელოვნებით გამოვთქვათ პროტესტი.
გუშინ ელექროვერკში ანდრო დადიანის პერფორმანსში – უფრო სქელი კანი (Thicker Skin) გაიმართა.

IMG_20170517_194427

Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 413 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com