Fish's Blog

Posts Tagged ‘სიზმარი

გასიებული ჟღალი კატა შეძვრა დივნის გადასაფარებლის ქვეშ, შემოიკეცა ეს გადასაფარებელი და თუ ვინმე გაბედავდა შეხებას, ერთ თათს გამოყოფდა და ბრჭყალებით კაწრავდა მოწინააღმდეგეს, ნეტა ვინ გაათამამა ეს კატა ასე?!

სიზმარი

Advertisements

ავიღე ცუნცულას აკვარიუმი და გადავწყვიტე გამესეირნა. ვიფიქრე არც თევზს აწყენს სუფთა ჰაერი მეთქი. მივდიოდი და წყალი აკვარიუმიდან ხან ერთ მხარეს ისხმებოდა ხან მეორე მხარეს. ვიცოდი ეს კარგს არაფერს მოიტანდა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი და გზას ვაგრძელებდი, წყალი სულ უფრო და უფრო ცოტავდებოდა. ბოლო ნაკადს ცუნცულაც ამოყვა, მე დაბნეულობისაგან აკვარიუმი მიწაზე დავდგი და თევზი გავჭყლიტე.
მადლობა ღმერთს გავიღვიძე, თავი დავიმშვიდე მხოლოდ სიზმარი იყო მეთქი.

თუმცა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, შუადღისას ცუნცულამ უკან-უკან დაიწყო ცურვა, მერე გვერდულად ამობრუნდა და უკვე სიკვდილს ებრძოდა. დიდი ხანი იტანჯა, სულს ღაფავდა, ყოველი მცდელობა გადარჩენისთვის უშედეგო იყო. ამის ყურება აღარ შემეძლო. ევთანაზია გამახსენდა. და მორჩა. ცუნცულა აღარაა.

რას არ გავიღებდი ოღონდ, არ ასრულებულიყო ჩემი სიზმარი, მაგრამ მოსახდენი მოხდა.

 

კიბეზე ავედი.
ვიწრო გასასვლელი დავინახე ეზოსკენ, რომელიც ჯერ არ  ჩანდა.
შევედი.
მეტრანახევრიანი, თანამედროვე სტილით ნაშენი სახლების მაკეტების გარემოცვაში აღმოვჩნდი.
ეზოს ბოლოს დიდი ვერანდა  იყო, საიდანაც ნახევარი თბილისი მოჩანდა.
ღამე იყო.
ნაირფერის შუქის ბურთები ყველა მხრიდან კიაფებდნენ.
გავცქეროდი ჰორიზონტს და ვტკბებოდი ხედით.
რაღაც ზღაპრულის მოლოდინში ვიყავი, ვიცოდი რაღაც ფანტასტიკური აუცილებლად გადამხდებოდა.
უნდა მემოქმედა.
წინ, ქვევით გადათხრილი გზა ჩანდა, იქ ვერ გადავიდოდი, ამასობაში გათენდა და მოსაღამოვდა კიდეც.
გამოვედი ეზოდან, იგივე წვრილი გამოსასვლელით და მარჯვნივ დაღმართი დავინახე, მიტოვებულ სტადიონთან.
გავაღწიე სტადიონსა და კედელს შორის ვიწრო დაღმართზე.
ნახევრად დაბურულ, უღრან ქუჩას მივუყვებოდი უზომოდ აჟიტირებული.
ინტუიციამ არ მიღალატა, ბედნიერი ვიყავი, იმის დამტკიცებას შევძლებდი, რომ ტყუილა არ დავფრინავ.
სკოლას ვუახლოვდებოდი.
დავინახე  როგორ იყვნენ ამოუცნობი საყვარელი არსებები სკოლის წინ კიბეზე ჩამომწკრივებულები (სიმღერისთვის მომზადებული გუნდივით).
გავიარე თუ არა მათ წინ, გუნდმა სადღესასწაულო მარშის დაკვრა დაიწყო.
სვლა არ შემიჩერებია.
უცაბედად მარცხნიდან, გუნდის მარჯვენა კუთხიდან, სადაც უცნაური მევიოლინე უკრავდა, ჩემსკენ ყვითელ გულიანი ნათურა გამოფრინდა, რომელმაც ზურდს უკან ჩამიქროლა.
რა ექნა ჯერ პატარა იყო მევიოლინე, თანაც ყვითელ გულიანი ნათურით ვიოლინოზე დაკვრა არც ისე ადვილია.

გავუღიმე პატარას.

გზა გავაგრძელე.

სიზმარი.
19.01.11

თავი მქონდა საჰაერო ბუშტივით გაბერილი და ზევით-ზევით მივფრინავდი, დედამიწა ნელ-ნელა პატარავდებოდა. დამუშავებულ კვადრატულ მიწის ნაკვეთებს ჩემი პაწაწინა ფეხების ფონზე ვხედავდი.

Read the rest of this entry »

მივრბივარ, ალბათ ისე როგორც ლოლა.

შემამაჩნია ანიამ და გამომეკიდა, ეტლით.

მე ვერ ვამჩნევ და გავრბივარ.

შევდივარ შენობაში, სადაც სანთლის შუქია, ოთახის ბოლოში დგას მაგიდა, რეგისტრატურაა. მაგიდის უკან პატარა კარი. მე დაუკითხავად მივდივარ კარისკენ, ვაღებ კარს, რომელიც მუხლებამდე მწვდება, ვიხედები შიგნით და ვხედავ ძალიან დიდ სტადიონს, მზე ანათებს, ქონდრის კაცები მიდი-მოდიან. ჩემს დანახვაზე ყველა ჩემსკენ მოდის. ამ დროს ანიაც დამეწია. უცებ ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რომელიც ძიუდოს კლუბს ეძებდა. ჩემზე პატარა იყო, მაგრამ მაინც შემიყვარდა. გამოვედით ხელიხელჩაკიდებულები და დავიწყეთ ძიუდოს კლუბის ძებნა, თუმცა მე რატომღაც მეგონა, რომ როკ-კლუბს ვეძებდით.

სადღაც გაქრა, მე მარტო დავრჩი და შევხვდი ჩემი კლასელის ძმას, იმ კლასელის რომელიც დედის ერთაა. ეს მაღალი, ქერათმიანი, ცისფერთვალება ძმა ცდილობდა თავი მოეწონებუნა ჩემთვის, მე მეზიზღებოდა, ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა და ბოლოს გამოვიქეცი.

საღამოა და სიზმრის დახურვაა, ფოიერვერკი. მოვიდა ძიუდოს კლუბის მაძებარი, ცისფერმაიკიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი ჩამეხუტა და მე დავმშვიდდი.

რა დასაწერი ეს იყო, მაგრამ ამ წუთას მოვჩი ფილმის ყურებას, რომელსაც ისეთივე სუნი ქონდა როგორც ჩემს სიზმარს, თავისი ქონდრის კაცებით, ფოტოგრაფით, გულის ამრევი ლამაზმანებით და პატარა კარით, რომელსაც თუ გააღებ ყველაფერს ჩაწვდები, მთავარია არ შეგეშინდეს.


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com