Fish's Blog

Posts Tagged ‘ჰააგა

მე ჩემი ცხოვრების წიგნი ვიპოვე – ირვინგ სტოუნის წყურვილი სიცოცხლისა.

რომანი წარმოადგენს ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფის, რომელიც დამყარებულია რეალურ ფაქტებზე და რომელიც მწერალმა თავად მოიძია წერილებისა და იმ ადამინების დახმარებით, ვინც ცხოვრებაში შეხვედრია მხატვარს.

კითხვისას გამიჩნდა სურვილი არასდროს დამთავრებულიყო ეს წიგნი. ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების სულში ჩამწვდომმა ისტორიამ ბევრ კითხვაზე მომცა პასუხი.

ირვინგ სტოუნის წყალობით მე ვიყავი ლონდონში – შევიყვარე ცალმხრივად, თავდავიწყებით, ბორინაჟში – იქაურ შავპირიან მაღაროელებივით, დილიდან დაღამებამდე მიწისქვეშ ვმუშაობდი ქანცგაწყვეტით, გამოვიარე უდიდესი გაჭირვება, შიმშილი, ავადმყოფობა, ციება, ჩავხედე სიკვდილს თვლებში, ვიგემე დამცირება, დროებითი აღმასვლა და ისევ დამარცხება. Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 52 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com