Fish's Blog

Posts Tagged ‘ბლოგი

ერთ წელზე მეტია არაფერი დამიპოსტავს ჩემს ბლოგზე, რომელსაც ვიყენებ ჩემი აზრების გადმოსაცემად და ემოციებისგან გასათავისუფლებლად. ცხოვრებაში ხშირად ვაწყდები ხოლმე მოვლენებს რომელზეც ნაფიქრი და დაწერილი მაქვს ამ ბლოგზე. თუმცა ამ ბოლო ერთ წელიწადში ჩემი ცხოვრება ისე რადიკალურად შეიცვალა და არათუ წერის ფიქრის დროსაც კი ძლივს ვპოულობ.

ემიგრაციაში წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ნიუ იორკში ვიცხოვრებდი და თაიმ სქვერიდან 2 ქუჩის მოშორებით, მანჰეტენზე მე-10 ავენიუზე ვიმუშავებდი. ცხოვრება ასეთია, ძირითადად არ იცი რას გიმზადებს, განსაკუთრებით თუ დიდი ოცნებები გაქვს. აი ამ ოცნებებამდე როგორ მიგიყვანს სამყარო და რა გზას გაგატარებს ეს კი ნამდვილი თავგადასავალია.

Read the rest of this entry »

თევზად რო დაიბადები ადამიანი სიზარმაცე არ აგცდება, დევიზად გადაგექცევა ფრაზა :  ”თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო ნუ გააკეთებ მას დღეს, თუ ზეგ გააკეთებ იმას,რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია,ორი თავისუფალი დღე გექნება”.სიზარმაცე რო არა, 5 იანვარს არ მოგილოცავდით ახალ წელს :D. სანამ დამვიწყებია, გილოცავთ ყველას ახალ წელს!!!

Read the rest of this entry »

სათაურის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ყველას გაუჩნდება კითხვა, თუ შენ იცი წარმაცებული ბლოგის ფორმულა, რატომ არ არის შენი ბლოგი, ბლოგთა შორის უბლოგესი?

მე მარტივად ვუპასუხებ ამ შეკითხვას ერთი პატარა თევზი ვარ, პატარა აკვარიუმი მაქვს, ვპოსტავ ჩემთვის და მეტი არაფერი მჭირდება.

ახლა საქმეზე გადავიდეთ. დიდად არ ვიკლავ თავს ბლოგების კითხვით, იმ უბრალო მიზეზთა გამო, რომ ან არ მაქვს დრო, ან არ მაქვს სურვილი ან მეზარება. თუმცა ერთს კი მივხვდი თუ გინდა წარმატებული, ყველასათვის ცნობილი, პოპულარული, ბლოგი გქონდეს ან მართლა ძალიან ფასეულს უნდა ქმნიდე, რომელიც მკითხველს ჩააფიქრებს ან უნდა გაშიშვლდე.

საქართველოში, ქვეყანაში სადაც ქალი ქორწინებამდე ქალიშვილად რჩება და სადაც კაცები მუდამ დაუკმაყოფილებლები  დაიარებიან, ძნელი მისახვედრი არ არის რა აინტერესებს მასას. წარმატებული ბლოგი კი რა თქმა უნდა მასაზე გათვლილი უნდა იყოს.

ასე რომ, გაიხადეთ ბლოგერებო!!!

წიგნებს ვალაგებდი და ვიპოვე ფურცელი, რომელზეც ეს ჩანაწერი კამიკეთებია ოდესღაც, არ ვიცი რაზე ვიყავი გამწარებული, გაბრაზებული, იმედგაცრუებული, მაგრამ ეს კი დამიწერია.
ცუდია თარიღი არ აწერია. 😀


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com