Fish's Blog

Archive for the ‘about me’ Category

რაც ანთროპოაოფიით დავინტერესდი და სულ მცირე რამ წავიკითხე იმ უზარმაზარი მასალიდან რაც რუდოლფ შტაინერმა დაგვიტოვა, დედამიწაზე ჩემს ყოფას ნელ-ნელა უფრო და უფრო ილუზორულად აღვიქვამ. თითქოს დრომ დაკარგა მნიშვნელობა, ვიხსენებ წარსულის სრულიად უმნიშვნელო მომენტებს და თითქოს იმ წამში ვვარდები. მომავალზე მეფიქრება და ნათლად ვხედავ ჩემს მყუდრო, დიდ, ლამაზ სახლს და ბედნიერ ოჯახს, სრული სიცხადით შევიგრძნობ იმ მომავალი ბედნიერების წამს. მომენტის დაფასებაც ვისწავლე და ამ კონკრეტული მომენტით ტკბობა. გავხდი სამყაროს / ღმერთის მადლიერი. ყოველ ღამით დაძინების წინ მხოლოდ ის აზრი გამიელვებს ხოლმე თავში თუ როგორი მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების. მადლიერი ვარ იმ სირთულეების რაც მხვდება ცხოვრების გზაზეც და რისი წყალობითაც ვიზრდები. მადლობელი იმ არასასურველი ადამიანების გამოჩენითაც ჩემს ცხოვრებში, რომლებმაც გარკვეული დაღი დაასვეს ჩემს პიროვნებას, ან გამზარდეს. პატიება მასწავლეს და იმის შეგნება რომ ყველა ერთანაირად არ აღიქვამს ერთსა და იმავე მოვლენას. ამის გააზრებამ დამამშვიდა, პროტესტი რაც აღმეძვრებოდა ხოლმე განსხვავებული აზრის მოსმენისას – ახლა საერთოდ გაქრა. დავმშვიდდი.

Read the rest of this entry »

დიდი ხანია გადავწყვიტე ჩემი აზრები ჩემთვის შემენახა, და ამ მიზნით რამდენი ხანი გასულა რაც არაფერი დამიპოსტავს ჩემს ბლოგზე. მიზეზი მრავალია:

486b9ccfe929a99d27b0f65d462cce571. ძირითადად ჩემთვის წერის ინსპირაცია ნაცნობების თუ უცნობების გამოთქმული ფრაზებია, რომელსაც ან საუბარში/კამათში ვიჭერ ან გაჩერებაზე როცა ავტობუსს ველოდები ხოლმე. ამიტომაც არ მინდა ნაცნობებმა თავისი თავი ან ფრაზა ამოიცნონ, ჩემს კრიტიკაში, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მიუხედავად იმისა რომ მათი აზრები შეიძლება რადიკალურად ეწინააღმდეგებოდეს ჩემს მიერ სამყაროს აღქმას, მენტალობას და მსოფლმხედველობას. ასეთი ვარ, სხვის წყენინებას მირჩევნია მე მეწყინოს, იდიოტი ვარ 🙂

c86e4867d96a1e54c3ca387c43643cb32. საერთოდ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ, ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ ინტროვერტი ვყოფილვარ. ინსტროვერტისთვის დამახასიათებელი თვისებების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა უმრავლესობა ნამდვილად მაქვს, პატარა ასაკში კი ალბათ სულ ყველა მქონდა. მოკლედ უკვე თითქმის 30 წლის ვარ და ვისწავლე ამ თვისებებით ცხოვრება. რამდენიმე წელია არ გამიგია ფრაზა “რა უცნაური ხარ” ჩემს მიმართ, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ სიკვდილივით მეზიზღება ეგ ფრაზა. მოკლედ ახლა ამ ასაკში მეტ-ნაკლებად ნორმალური ვარ, თუმცა იმაზე ფიქრი რომ ვიღაც ადამიანი, რომელიც არ მიცნობს (ან სასხვათაშორისოდ მიცნობს), შემოვა ჩემს ბლოგზე და წაიკითხავს ჩემს აზრებს საშინლად მაშფოთებს.
691951dfc2e4643752b0b344dfdd3b2b3. რა საჭიროა წერო საჯაროდ, როცა შეგიძლია ტელეფონში ჩაინიშნო შენი აზრები, და გათავისუფლდე მათგან, ეს ხომ ძალიან კარგი თერაპიაა. თან ერიკს თუ დავუჯერებთ წერა უამრავი პრობლემების მოგვარებაშიც კი დაგეხმარება. ეს ბლოგი ნამდვილი საუნჯეა და ყველას გირჩევთ გადახედოთ ❤

ეს ის რამდენიმე მიზეზია რატომაც ვინახავ ჩემს აზრებს ჩემთვის, თუმცა დღეს როგორც ხედავთ გადავწყვიტე დამეწერა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ აღმოვაჩინე თუ რამდენი გამომწერი მყოლია და ტრაფიკიც გადატვირთული მეჩვენა. კომპლიმენტებიც მივიღე კარგად წერო, ამან კი მოტივაცია მომცა და ჰირ აი ემ, ვწერ იმაზე თუ რატომ არ ვწერ და მგონი დროა ამ პოსტის მთავარ საკითხზე გადავიდე, ნამდვილად დროა!

Read the rest of this entry »

Me and Me

Posted on: May 2, 2016

Me and the second me, or maybe it will be more correct to say – Me and Me, since it is not easy to clarify which one is the first and which is the second. Dispute between them sometimes seems enjoyable, while you see how the new TRUE idea rises among two or more opinions. But I think that there is not any TRUTH, cause TRUTH can be only objective idea, filtered from any subjectivity. And as the human is the human and not a machine, to my mind you can’t get the objective ideas from it. TRUTH must be acceptable to all, Please think, do you know any that kind of idea? No matter that there are some issues, about which we all have same opinion, I don’t know this kind of idea.
In the avalanche of thoughts we hardly clear what is right and what is wrong, but it’s easier. It becomes harder when two me, as different persons think differently about the same objects or same stories. You may say that it’s about taste, and you might be right. But anyway I think that human nature tries to find something bad in the expectancy of the better.
As two person disputes about some occasion, same happens in our brains. One me never gives a way to another me, both tries to bring its own idea in the frontline, no one wins and the compromise is achieve. But before, there is long way to pass. I tried to imagine that way and tried to show you in my works.

ყოველთვის მაინტერესებდა ჰოროსკოპი, როცა ვკითხულობდი ზოგადად თევზებზე ყოველთვის ვამჩნევდი მსგავსებას. დღეს ჩემმა ერთმა მეგობარმა, მეგობარმა რა – მონათესავე სულმა მაჩვენა საიტი სადაც შესაძლებელია პირადი ჰოროსკოპის შედგენა, წამების სიზუსტით. საჭიროა მხოლოდ დაბადების თარიღის, დროის და ადგილის ცოდნა. შედეგმა გამაოგნა!
ნაწილს წარმოგიდგენთ, ნაწილს საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა აქ მემგონი ყველაფერია.

Read the rest of this entry »

ძვირფასო მკითხველო მოგეხსენება პირველი დაბადების დღის აღნიშვნა არ შეიძლება (აზრზე არ ვარ რატო, წინაპრებს უთქვამთ, ხოდა ხო იცით ეგენი ტყუილა არაფერს ამბობდნენ (ეგეც კიდე გამოსარკვევია)).
მოკლედ მინდა გახაროთ რომ ჩემი ბლოგი უკვე ერთი წლისაა!!!


თავინად ყველაფერი ბლოგერიდან დაიწყო, მაშინ ეს მორიგი გატაცება მეგონა, რომელიც მალევე მომბეზრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.  დაახლოებით ნახევარ წელში წყაროს დახმარებით ბლოგი ვორდპრესზე გადმოვიტანე და ასე მოვედი დღემდე.

ჩემი ბლოგუნა უკვე 1 წლის და 1 დღისაა.

არ ვიცი რა იქნება მერე, შეიძლება 2 წლისაც გახდეს, თუ ამაზე მე და ჩემი ანტაგონისტი, მეორე მე მოვრიგდებით.

უკეთესის იმედით გემშვიდობებით!


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com