Fish's Blog

რამ შემცვალა

Posted on: June 18, 2022

რაც ანთროპოაოფიით დავინტერესდი და სულ მცირე რამ წავიკითხე იმ უზარმაზარი მასალიდან რაც რუდოლფ შტაინერმა დაგვიტოვა, დედამიწაზე ჩემს ყოფას ნელ-ნელა უფრო და უფრო ილუზორულად აღვიქვამ. თითქოს დრომ დაკარგა მნიშვნელობა, ვიხსენებ წარსულის სრულიად უმნიშვნელო მომენტებს და თითქოს იმ წამში ვვარდები. მომავალზე მეფიქრება და ნათლად ვხედავ ჩემს მყუდრო, დიდ, ლამაზ სახლს და ბედნიერ ოჯახს, სრული სიცხადით შევიგრძნობ იმ მომავალი ბედნიერების წამს. მომენტის დაფასებაც ვისწავლე და ამ კონკრეტული მომენტით ტკბობა. გავხდი სამყაროს / ღმერთის მადლიერი. ყოველ ღამით დაძინების წინ მხოლოდ ის აზრი გამიელვებს ხოლმე თავში თუ როგორი მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების. მადლიერი ვარ იმ სირთულეების რაც მხვდება ცხოვრების გზაზეც და რისი წყალობითაც ვიზრდები. მადლობელი იმ არასასურველი ადამიანების გამოჩენითაც ჩემს ცხოვრებში, რომლებმაც გარკვეული დაღი დაასვეს ჩემს პიროვნებას, ან გამზარდეს. პატიება მასწავლეს და იმის შეგნება რომ ყველა ერთანაირად არ აღიქვამს ერთსა და იმავე მოვლენას. ამის გააზრებამ დამამშვიდა, პროტესტი რაც აღმეძვრებოდა ხოლმე განსხვავებული აზრის მოსმენისას – ახლა საერთოდ გაქრა. დავმშვიდდი.

მატერიალური ნივთები ჩემთვის უმნიშვნელო გახდა, თუმცა ვსარგებლობ ტექნოლოგიის ყველა მიღწევით და წარმოდგენაც კი მიჭირს, მაგალითად, თუნდაც როგორ ვიმუშავებდი კომპიუტერის გარეშე. თუმცა ამაზე არ ვფიქრობ, სულელური აზრია. დროის კარგაა იმაზე ფიქრი რაც ჰიპოთეტურად შეიძლება მოხდეს. კიდევ მივხვდი რომ წარსულზე ფიქრი ყველაზე დიდი დანაშაული და დროის ფუჭად კარგაა. ამანაც დამამშვიდა.

ვცდილობ არაფერში ვიყო დამოკიდებული, ვგულისხმობ ყოფით სიკეთეებს ჩვენს ირგვვლივ. მინდა იმდენად დამოუკიდებელი ვიყო, რომ დაუსახლებელ კუნძულზეც გადავრჩე ყოველგვარი ინვენტარის გარეშე. ამისთვის კი ყველაზე მთავარი ლოგიკური და სწრაფი აზროვნება მგონია. რის განვითარებაზეც მინდა სულ ვიზრუნო. ვიკითხო, ვიდეოებს ვუყურო რომელიც თითქოს ერთი შეხედვით არაფრის მომცემია, მაგრამ გასწავლის უნარებს, რომლებიც შენ და უნებურად იბეჭდება გონებაში. ბევრჯერ მომიგვარებია პრობლემა და ვერ მივმხდარვარ როგორ, ეს ყველაფერი სწორედ იმ უნარების დაგროვების შედეგია რასაც ჩვენდაუნებურად იმახსოვრებს ჩვენი ტვინი ახალი ინფორმაციის მიღების დროს. ტვინს ვიტენი ბევრი რამით, არ ვიცი ეს სწორია თუ არა, ვინ იცის?! მაგრამ თავს ვერაფრით ვშველი, მინდა ყველაფერი ვიცოდე, საბოლოოდ კი კაცმა არ იცის რა ვიცი. ღამის 2 ის 26 წუთია და მე ვწერ იმაზე თუ როგორ შემცვალა ანთროპოსოფიის ალბათ 0.0000001 %-ის გაცნობამ. თავიდან იმით დავიწყე რომ სამყაროს ილუზორულად აღვიქვამ, დიახ ასეა, და ამ ილუზიიდან რაც შეიძლება მეტი უნდა ავითვისოთ და მივიღოთ, მომავალი განვითარებისთვის. არ უნდა მოვწყდეთ ამ ილუზიას, უნდა ვიცხოვროთ მასში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ჩვენც ხომ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. წინ მთელი სამყაროა ამოსაცნობი, ეს ცხოვრება არ მეყოფა, მაგრამ ახლა უკვე ვიცი რომ კიდევ ბევრი მომეცემა.

Leave a comment

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com