Fish's Blog

Posts Tagged ‘თევზი

თევზად რო დაიბადები ადამიანი სიზარმაცე არ აგცდება, დევიზად გადაგექცევა ფრაზა :  ”თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო ნუ გააკეთებ მას დღეს, თუ ზეგ გააკეთებ იმას,რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია,ორი თავისუფალი დღე გექნება”.სიზარმაცე რო არა, 5 იანვარს არ მოგილოცავდით ახალ წელს :D. სანამ დამვიწყებია, გილოცავთ ყველას ახალ წელს!!!

Read the rest of this entry »

7 ივლისის შუა ღამე იდგა, მთვარე ჩასვლას არ ჩქარობდა. თევზი და ხვლიკი მუსაიფობდნენ. .

ხვლიკი მის ამერიკობაზე ოცნებობდა, უნდოდა მთელ მსოფლიოში მშვიდობა დამყარებულიყო და არცერთ ბავშვს არ ეშიმშილა. თუმცა ამასთანავე მზად იყო მისტერ მუსკულადაც კი ემუშავა. ისეთი მონდომებული ჩანდა, ”მისტერ მუსკული და, თქვენი უნიტაზები პრიალებს, ისე როგორც ქოლგეიტით გახეხილი კბილები”, ფრაზის გამეორებასაც არ დაიზარებდა.

და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რას დამშვიდობების ცერემონიალი გადაიღო Universal Pictures-თან ერთად.

ხო არ დამავიწყდეს, უკუღმა წერა ისწავლა, რომ ჩაძინებულ, ამოტრიალებულ თევზს გაეგო რას წერდა : ”sʌɐႡsnɐɹɐ ɹәʍƃoɯ pɐႨnqәʌɐɹ!ʎoɯɐ.”

ბოლოს უნიტაზებზე დაიცვა დისერტაცია და მიხვდა რო ადრე უნიზატების გარეშეც ახერხებდნენ რაღაცას ადამიანები და იყვნენ ბედნიერები, ბედნიერები და არაჰიგიენურები.

მორალი: ZZZzzzzzzzzzzzzZZZ…..zzzzzzZzzzz Read the rest of this entry »

ავიღე ცუნცულას აკვარიუმი და გადავწყვიტე გამესეირნა. ვიფიქრე არც თევზს აწყენს სუფთა ჰაერი მეთქი. მივდიოდი და წყალი აკვარიუმიდან ხან ერთ მხარეს ისხმებოდა ხან მეორე მხარეს. ვიცოდი ეს კარგს არაფერს მოიტანდა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი და გზას ვაგრძელებდი, წყალი სულ უფრო და უფრო ცოტავდებოდა. ბოლო ნაკადს ცუნცულაც ამოყვა, მე დაბნეულობისაგან აკვარიუმი მიწაზე დავდგი და თევზი გავჭყლიტე.
მადლობა ღმერთს გავიღვიძე, თავი დავიმშვიდე მხოლოდ სიზმარი იყო მეთქი.

თუმცა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, შუადღისას ცუნცულამ უკან-უკან დაიწყო ცურვა, მერე გვერდულად ამობრუნდა და უკვე სიკვდილს ებრძოდა. დიდი ხანი იტანჯა, სულს ღაფავდა, ყოველი მცდელობა გადარჩენისთვის უშედეგო იყო. ამის ყურება აღარ შემეძლო. ევთანაზია გამახსენდა. და მორჩა. ცუნცულა აღარაა.

რას არ გავიღებდი ოღონდ, არ ასრულებულიყო ჩემი სიზმარი, მაგრამ მოსახდენი მოხდა.

 

წავიკითხე ბერტოლდ ბრენტის   –   ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ.

,,ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ”, ჰკითხა ბატონ კ.-ს თავისი დიასახლისის ქალიშვილმა, ,,უფრო გულმოწყალენი იქნებოდნენ პატარა თევზების მიმართ?“
,,უეჭველად“, მიუგო მან. ,,ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, პატარა თევზებისათვის ზღვაში უზარმაზარ ყუთებს ააშენებინებდნენ, რომლებშიც უხვად იქნებოდა ყოველგვარი საჭმელი, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური. Read the rest of this entry »

ყოველთვის მაინტერესებდა ჰოროსკოპი, როცა ვკითხულობდი ზოგადად თევზებზე ყოველთვის ვამჩნევდი მსგავსებას. დღეს ჩემმა ერთმა მეგობარმა, მეგობარმა რა – მონათესავე სულმა მაჩვენა საიტი სადაც შესაძლებელია პირადი ჰოროსკოპის შედგენა, წამების სიზუსტით. საჭიროა მხოლოდ დაბადების თარიღის, დროის და ადგილის ცოდნა. შედეგმა გამაოგნა!
ნაწილს წარმოგიდგენთ, ნაწილს საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა აქ მემგონი ყველაფერია.

Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com