Fish's Blog

Posts Tagged ‘საზოგადოება

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების გაცნობა მომიწია. თავისთავად ყველა ადამიანი ინდივიდია და განსხვავებული, თუმცა დღეს სრულიად სხვა რამეზე მინდა დავწერე. დღეს მინდა არა ინდივიდზე არამედ ჯგუფებზე დავწერო, კლასტერებზე – ერთმანეთისგან განსხვავებულ საზოგადოებებში თანამცხოვრებ საერთო შეხედულებების მქონე ადამიანთა ჯგუფებზე. ეს ჯგუფები კი ერთმანეთისგან განსხვავდებიან მენტალიტეტით, შეხედულებებით, მორალით. ცხოვრობენ საერთო დროსა და სივრცეში, ერთი მთლიანის ნაწილი არიან, თუმცა ამ მთლიანს – სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ.

Read the rest of this entry »

23AEE96E-9D5B-43D3-AA59-C1FD0065A845.jpegხშირად მეფიქრება ადამიანის ქცევაზე, რა დევს ამ ქცევის უკან, რა არის ქვეტექსტი, რატომ მოიქცა ასე და არა სხვაგვარად, მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ტვინს ვიღლი. ფროიდის თეორიების მე არ მწამს. და ზოგადად კონკრეტულად რომელიმე თეორიის არ მწამს, შეიძლება რომელიღაც ასპექტი მისაღები იყოს ჩემთვის, მაგრამ სრულად არასდროს.

ქცევის ეტიოლოგიას ქვეცნობიერში უნდა ვეძიოთო ესეთი აზრიც არსებობს, მაგრამ ქვეცნობიერი იმის ქვეცნობიერია, რომ ვერაფერსაც ვერ მოიძიებ მასში, ქვეცნობიერი არის ის, რაც არაცნობიერია ცნობიერების მქონე ადამიანისთვის – ანუ უცნობია. და სიბნელეში რაიმეს მიზეზს კი არა, საერთოდ ვერაფერს იპოვი.

ამ ნააზრევის საშუალებით მინდა როგორმე ვიპოვო პასუხი კითხვებზე:

– რატომ ვიქცევით ისე როგორც ვიქცევით?

– როგორ მოვიქცეთ, რომ ეს კითხვა აღარ გაგვიჩნდეს?

მინდა გულწრფელობაზე დავწერო. რატომღაც მგონია, რომ ამ მიმართულებით მსჯელობამ შესაძლოა ჩემს კითხვებზე პასუხი მაპოვნინოს. რამდენიმე დღეა პოსტი – ჩემს ტყუილთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წელს დავწერე, აქტიურია. გადავხედე ამ ტექსტს და მივხვდი, რომ სრულიად შემეცვალა დამოკიდებულება ტყუილისა და გულწრფელობის მიმართ. ეს ბუნებრივიცაა, წლები გავიდა, გავიზარდე, ბევრ რამეზე განსხვავებული შეხედულება მაქვს, მოკლედ 29 წლის ასაკში ის აღარ ვარ რაც 22 წლის ასაკში ვიყავი. ძალიან მომინდა ამ საკითხზე წერა, წერაში ახალი იდეები მომდის და უფრო მაგიტომ.

ცხოვრებისგან ასე თუ ისე ბევრი გაკვეთილი მივიღე და ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა – ყველანაირ შელამაზებულ ტყუილს სიმართლე მირჩევნია, რაც არ უნდა მწარე იყოს ის!

იმასაც კარგად ვიაზრებ, რომ ადამიანებს ხშირად არ შეგვწევს გამბედაობა ვიყოთ გულწრფელები. დიახ, გამბედაობა სჭირდება გულწრფელობას, გამბედაობა და თავისუფლება. კამიუს მერსო მახსენდება, რომლისთვისაც გულწრფელობა იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ამას ვერც კი იაზრებდა, ის ხომ ისე იქცეოდა რაც მისთვის ბუნებრივი იყო, არ შეეძლო ეთამაშა და საზოგადოების მიერ დაწესებულ დაუწერელ კანონებს დამორჩილებოდა. საბოლოოდ კი სწორედ ამ გულწრფელობის გამო დაისაჯა. გულწრფელობის და თავისუფლების გამო დაისაჯა (მე ასე დავინახე).

ალბათ სწორედ ის შიში წარმართავს ჩვენს ქცევას, ქმედებებს თუ უმოქმედობას, რასაც საზოგადოების მიერ უარყოფას ან გარიყვას ვეძახით.

და აი შეიძლება ითქვას, რომ პირველი კითხვის პასუხსაც მივაგენი – შიში არის ჩვენი ქმედების მთავარი წარმმართველი ძალა. შიში სხვადასხვაგვარია შესაბამისად ეს ჩემი “თეორია” შეიძლება მივუსადაგოთ ჩვენს ნებისმიერ ქმედებას. ახლავე ავხსნი როგორ: შიში სხვადასხვაგვარია მეთქი ზემოთ, რომ ავღნიშნე, ვიგულისხმე დასჯის შიში, დატუქსვის, ჩხუბის, უარყოფის, გარიყვის, შეზიზღების, დაცინვის და კიდევ უამრავი. მე რატომღაც, მგონია რომ სწორედ ეს შიშები წარმართავენ ჩვენს ქმედებებს, ტყუილის თქმა იქნება ეს, რაღაცის დამალვა, თუ რაღაცის არ თქმა.

ეს შიშებიც ხომ ერთგვარი კომპლექსებია, კომპლექსები უარყოფის, დაცინვის, გარიყვის და ა.შ. ყველა მშიშარ ადამიანს ეშინია მარტოობის. და აი ისიც ყველაზე მთავარი შიში – მარტოობა.

ჩვენს ქცევას წარმართავს მარტოობის შიში!

EDF1F916-5A96-4AA6-9183-8A1DDB2548ED

და ვინაიდან პირველ კითხვაზე პასუხი ვიპოვე, გადავალ მეორეზე – როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი ქმედება ჩვენშივე კითხვებს არ აჩენდეს – რატომ მოვიქეცი ასეო.

პასუხი უმარტივესია შიში უნდა დავძლიოთ, ამისთვის კი ერთადერთი გამოსავალი გულწრფელობაა. პასუხი უმარტივესია თუმცა განხორციელება ……..

საზოგადოებრივი აზრი არის ნორმების და დოგმების აუარებელი ქსელი, რომელიც შექმნილია ჩვენს მიერ, და რომელშიც გზის გაგნება ბრმად გვიწევს დიდი ძალისხმევის შედეგად. საზოგადოების თითოეულ წევრს წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ეს საერთო აზრი გვკარნახობს არა მხოლოდ ქცევის, არამედ ცხოვრების “ნორმებსაც”.

IMG_2135.CR2
საზოგადოება წყვეტს როგორ უნდა იცხოვროს ინდივიდმა, რისი უნდა სწამდეს, რა უნდა ისწავლოს, როდის უნდა შექმნას ოჯახი, როდის უნდა ეყოლოს შვილები, შვილები როგორი უნდა ყავდეს, როგორი მანქანით უნდა გადაადგილდეს (ფეხით რომ არ უნდა იაროს ამაზე ლაპარაკიც არ ღირს), რა უნდა ჩაიცვას, სად უნდა ჩაიცვას, სად უნდა ისვენებდეს, რა უნდა ჭამოს, თმა სად უნდა შეიჭრას, რომელი კოსმეტიკა უნდა გამოიყენოს, … ამ “უნდა” სიის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება. და ამ ყველაფერში ახალი არაფერია, საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჩვენი ცხოვრების წარმმართველია – ყოველთვის იყო, არის და იქნება, სრული ძალით შეგიპყრობს და თავს არასდროს დაგანებებს.
და ვინაიდან ამ აზრის ჩამოყალიბებაში თითოეულ ჩვენგანს მიუძღვის წვლილი, თუკი კარგად დავფიქრდებით, სწორედ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის თავზე უნდა იწვნიოს მისი დაუნდობელი ძალა. ასე რომ წუწუნს მოვეშვათ, რაც დავთესეთ იმასვე ვიმკით. Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com