Fish's Blog

ერთ წელზე მეტია არაფერი დამიპოსტავს ჩემს ბლოგზე, რომელსაც ვიყენებ ჩემი აზრების გადმოსაცემად და ემოციებისგან გასათავისუფლებლად. ცხოვრებაში ხშირად ვაწყდები ხოლმე მოვლენებს რომელზეც ნაფიქრი და დაწერილი მაქვს ამ ბლოგზე. თუმცა ამ ბოლო ერთ წელიწადში ჩემი ცხოვრება ისე რადიკალურად შეიცვალა და არათუ წერის ფიქრის დროსაც კი ძლივს ვპოულობ.

ემიგრაციაში წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ნიუ იორკში ვიცხოვრებდი და თაიმ სქვერიდან 2 ქუჩის მოშორებით, მანჰეტენზე მე-10 ავენიუზე ვიმუშავებდი. ცხოვრება ასეთია, ძირითადად არ იცი რას გიმზადებს, განსაკუთრებით თუ დიდი ოცნებები გაქვს. აი ამ ოცნებებამდე როგორ მიგიყვანს სამყარო და რა გზას გაგატარებს ეს კი ნამდვილი თავგადასავალია.

Read the rest of this entry »

დიდი ხანია მინდოდა ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელის წაკითხვა და როგორც იქნა მოვახერხე, ალბათ სწორედ ახლა იყო მისი დრო ჩემს ცხოვრებაში. თუ ჩემს ბლოგს გადახედავთ მიხვდებით რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემებია დრო და საკუთარი მეს ძიება. ამ ნაწარმოებში მხატვრულად არის ნაჩვენები ის თუ როგორ ვირგებთ ადამიანები სხვადასხვა როლს სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეში. მაგიურ თეატრში მოგზაურობით ნაწარმოების მთავარი გმირი რწმუნდება რომ მასში უამრავი მე არსებობს. დარწმუნებული ვარ ყველას გვითქვამს გადატანითი მნიშვნელობით რომ მსახიობები ვარ ამ ცხოვრებაში. პერმან ჰესემ კი ეს პირდაპირ გვითხრა, და მიუხედავად იმისა რომ მაგიური თეატრი მართლაც და მაგიური და სიურეალისტურია, ის მაინც ყველაზე ნამდვილ ადგილად მეჩვენება მთელს ნაწარმოებში.

Read the rest of this entry »

რაც ანთროპოაოფიით დავინტერესდი და სულ მცირე რამ წავიკითხე იმ უზარმაზარი მასალიდან რაც რუდოლფ შტაინერმა დაგვიტოვა, დედამიწაზე ჩემს ყოფას ნელ-ნელა უფრო და უფრო ილუზორულად აღვიქვამ. თითქოს დრომ დაკარგა მნიშვნელობა, ვიხსენებ წარსულის სრულიად უმნიშვნელო მომენტებს და თითქოს იმ წამში ვვარდები. მომავალზე მეფიქრება და ნათლად ვხედავ ჩემს მყუდრო, დიდ, ლამაზ სახლს და ბედნიერ ოჯახს, სრული სიცხადით შევიგრძნობ იმ მომავალი ბედნიერების წამს. მომენტის დაფასებაც ვისწავლე და ამ კონკრეტული მომენტით ტკბობა. გავხდი სამყაროს / ღმერთის მადლიერი. ყოველ ღამით დაძინების წინ მხოლოდ ის აზრი გამიელვებს ხოლმე თავში თუ როგორი მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების. მადლიერი ვარ იმ სირთულეების რაც მხვდება ცხოვრების გზაზეც და რისი წყალობითაც ვიზრდები. მადლობელი იმ არასასურველი ადამიანების გამოჩენითაც ჩემს ცხოვრებში, რომლებმაც გარკვეული დაღი დაასვეს ჩემს პიროვნებას, ან გამზარდეს. პატიება მასწავლეს და იმის შეგნება რომ ყველა ერთანაირად არ აღიქვამს ერთსა და იმავე მოვლენას. ამის გააზრებამ დამამშვიდა, პროტესტი რაც აღმეძვრებოდა ხოლმე განსხვავებული აზრის მოსმენისას – ახლა საერთოდ გაქრა. დავმშვიდდი.

Read the rest of this entry »

არ იტკინო! – რამდენჯერ გაგვიგია ეს ფრაზა მშობლებისგან, ან უცხო ადამიანებისგან სათამაშო მოედანზე თუ ქუჩაში. ერთი შეხედვით მზრუნველობით აღსავსე ფრაზაა, არცერთ მშობელს სურს მისმა შვილმა რამე იტკინოს. თუმცა რამდეიმე თვის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისას გაგებულმა ამ ფრაზამ, ფილოსოფიური აზრები აღმიძრა.

Read the rest of this entry »

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების გაცნობა მომიწია. თავისთავად ყველა ადამიანი ინდივიდია და განსხვავებული, თუმცა დღეს სრულიად სხვა რამეზე მინდა დავწერე. დღეს მინდა არა ინდივიდზე არამედ ჯგუფებზე დავწერო, კლასტერებზე – ერთმანეთისგან განსხვავებულ საზოგადოებებში თანამცხოვრებ საერთო შეხედულებების მქონე ადამიანთა ჯგუფებზე. ეს ჯგუფები კი ერთმანეთისგან განსხვავდებიან მენტალიტეტით, შეხედულებებით, მორალით. ცხოვრობენ საერთო დროსა და სივრცეში, ერთი მთლიანის ნაწილი არიან, თუმცა ამ მთლიანს – სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ.

Read the rest of this entry »

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 52 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com