Fish's Blog

Posts Tagged ‘მომავალი

რაც ანთროპოაოფიით დავინტერესდი და სულ მცირე რამ წავიკითხე იმ უზარმაზარი მასალიდან რაც რუდოლფ შტაინერმა დაგვიტოვა, დედამიწაზე ჩემს ყოფას ნელ-ნელა უფრო და უფრო ილუზორულად აღვიქვამ. თითქოს დრომ დაკარგა მნიშვნელობა, ვიხსენებ წარსულის სრულიად უმნიშვნელო მომენტებს და თითქოს იმ წამში ვვარდები. მომავალზე მეფიქრება და ნათლად ვხედავ ჩემს მყუდრო, დიდ, ლამაზ სახლს და ბედნიერ ოჯახს, სრული სიცხადით შევიგრძნობ იმ მომავალი ბედნიერების წამს. მომენტის დაფასებაც ვისწავლე და ამ კონკრეტული მომენტით ტკბობა. გავხდი სამყაროს / ღმერთის მადლიერი. ყოველ ღამით დაძინების წინ მხოლოდ ის აზრი გამიელვებს ხოლმე თავში თუ როგორი მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების. მადლიერი ვარ იმ სირთულეების რაც მხვდება ცხოვრების გზაზეც და რისი წყალობითაც ვიზრდები. მადლობელი იმ არასასურველი ადამიანების გამოჩენითაც ჩემს ცხოვრებში, რომლებმაც გარკვეული დაღი დაასვეს ჩემს პიროვნებას, ან გამზარდეს. პატიება მასწავლეს და იმის შეგნება რომ ყველა ერთანაირად არ აღიქვამს ერთსა და იმავე მოვლენას. ამის გააზრებამ დამამშვიდა, პროტესტი რაც აღმეძვრებოდა ხოლმე განსხვავებული აზრის მოსმენისას – ახლა საერთოდ გაქრა. დავმშვიდდი.

Read the rest of this entry »

743DE2D2-32C0-42A4-84F5-9CE169A7CF32ბოლო დღეებია რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე ჩემი შეფასება, და ის აზრი გამოვიტანე რომ ერთი შეხედვით ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რაც უნდა ვაღიარო, რომ ფრიად მახარებს, თუმცა ამავე დროს გული მწყდება რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დაინახონ ის რაც ჩემს თავში და გულში ხდება. იმის თქმა არ მინდა, თითქოს სუსტი ვარ და ადვილად მოწყვლადი, ეს ასე არ არის. იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ერთი შეხედვით ძლიერი ადამიანის უკან ზედმეტად ემოციური და რბილი ადამიანი დგას, რომლის დანახვა როგორც ჩანს ყველას არ შეუძლია. ან შესაძლოა მე არ ვაძლევს სხვებს ამის უფლებას. მოკლედ კარგი მსახიობი ვარ. ვერავინ მიხვდება რა ხდება ჩემს თავში თუ ჩემსავით ზედმეტად მგრძნობიარე არ არის ის ადამიანი, ისეთი, რომ სხვების ემოციები განჭვრიტოს. ალბათ ასეა, თუმცა ხანდახან ისე ვიღლები ამ როლით, რომ ტირილი მინდება.
ხანდახან ადამიანს გულის თრევა რომ გიჭირს სიმძიმისგან, აი ეგეთი რაღაც მჭირს ეხლა და მინდა ვწერო, ვწერო გრძნობებზე და ემოციებზე. ემოციების გამოხატვის რომ მეშინია იმაზეც. მეშინია!
7754B167-6446-4182-A719-0EBCDD563205 Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com