Posts Tagged ‘საკუთარი თავის ძიება’
ოცდაათი
Posted February 15, 2020
on:ბოლო დღეებია რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე ჩემი შეფასება, და ის აზრი გამოვიტანე რომ ერთი შეხედვით ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რაც უნდა ვაღიარო, რომ ფრიად მახარებს, თუმცა ამავე დროს გული მწყდება რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დაინახონ ის რაც ჩემს თავში და გულში ხდება. იმის თქმა არ მინდა, თითქოს სუსტი ვარ და ადვილად მოწყვლადი, ეს ასე არ არის. იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ერთი შეხედვით ძლიერი ადამიანის უკან ზედმეტად ემოციური და რბილი ადამიანი დგას, რომლის დანახვა როგორც ჩანს ყველას არ შეუძლია. ან შესაძლოა მე არ ვაძლევს სხვებს ამის უფლებას. მოკლედ კარგი მსახიობი ვარ. ვერავინ მიხვდება რა ხდება ჩემს თავში თუ ჩემსავით ზედმეტად მგრძნობიარე არ არის ის ადამიანი, ისეთი, რომ სხვების ემოციები განჭვრიტოს. ალბათ ასეა, თუმცა ხანდახან ისე ვიღლები ამ როლით, რომ ტირილი მინდება.
ხანდახან ადამიანს გულის თრევა რომ გიჭირს სიმძიმისგან, აი ეგეთი რაღაც მჭირს ეხლა და მინდა ვწერო, ვწერო გრძნობებზე და ემოციებზე. ემოციების გამოხატვის რომ მეშინია იმაზეც. მეშინია!
Read the rest of this entry »
ბოლო კომენტარი