Fish's Blog

Posts Tagged ‘მე

ერთ წელზე მეტია არაფერი დამიპოსტავს ჩემს ბლოგზე, რომელსაც ვიყენებ ჩემი აზრების გადმოსაცემად და ემოციებისგან გასათავისუფლებლად. ცხოვრებაში ხშირად ვაწყდები ხოლმე მოვლენებს რომელზეც ნაფიქრი და დაწერილი მაქვს ამ ბლოგზე. თუმცა ამ ბოლო ერთ წელიწადში ჩემი ცხოვრება ისე რადიკალურად შეიცვალა და არათუ წერის ფიქრის დროსაც კი ძლივს ვპოულობ.

ემიგრაციაში წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ნიუ იორკში ვიცხოვრებდი და თაიმ სქვერიდან 2 ქუჩის მოშორებით, მანჰეტენზე მე-10 ავენიუზე ვიმუშავებდი. ცხოვრება ასეთია, ძირითადად არ იცი რას გიმზადებს, განსაკუთრებით თუ დიდი ოცნებები გაქვს. აი ამ ოცნებებამდე როგორ მიგიყვანს სამყარო და რა გზას გაგატარებს ეს კი ნამდვილი თავგადასავალია.

Read the rest of this entry »

რაც ანთროპოაოფიით დავინტერესდი და სულ მცირე რამ წავიკითხე იმ უზარმაზარი მასალიდან რაც რუდოლფ შტაინერმა დაგვიტოვა, დედამიწაზე ჩემს ყოფას ნელ-ნელა უფრო და უფრო ილუზორულად აღვიქვამ. თითქოს დრომ დაკარგა მნიშვნელობა, ვიხსენებ წარსულის სრულიად უმნიშვნელო მომენტებს და თითქოს იმ წამში ვვარდები. მომავალზე მეფიქრება და ნათლად ვხედავ ჩემს მყუდრო, დიდ, ლამაზ სახლს და ბედნიერ ოჯახს, სრული სიცხადით შევიგრძნობ იმ მომავალი ბედნიერების წამს. მომენტის დაფასებაც ვისწავლე და ამ კონკრეტული მომენტით ტკბობა. გავხდი სამყაროს / ღმერთის მადლიერი. ყოველ ღამით დაძინების წინ მხოლოდ ის აზრი გამიელვებს ხოლმე თავში თუ როგორი მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების. მადლიერი ვარ იმ სირთულეების რაც მხვდება ცხოვრების გზაზეც და რისი წყალობითაც ვიზრდები. მადლობელი იმ არასასურველი ადამიანების გამოჩენითაც ჩემს ცხოვრებში, რომლებმაც გარკვეული დაღი დაასვეს ჩემს პიროვნებას, ან გამზარდეს. პატიება მასწავლეს და იმის შეგნება რომ ყველა ერთანაირად არ აღიქვამს ერთსა და იმავე მოვლენას. ამის გააზრებამ დამამშვიდა, პროტესტი რაც აღმეძვრებოდა ხოლმე განსხვავებული აზრის მოსმენისას – ახლა საერთოდ გაქრა. დავმშვიდდი.

Read the rest of this entry »

მე და ჩემი მეორე მე ან იქნებ უფრო სწორი იყოს – მე და მე, რადგან რთული გასარკვევია რომელია პირველი და რომელი მეორე. მათ შორის მუდმივი კამათი შეიძლება ითქვას სასიამოვნოა, ხედავ როგორ იბადება ორი ან მეტი აზრიდან ერთი ჭეშმარიტება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ ობიექტური აზრი, გაფილტრული ყოველგვარი სუბიექტივიზმისაგან. და ვინაიდან ადამიანი არის ადამიანი და არა გამომთვლელი მანქანა, მისგან ობიექტური აზრის მიღებას შეუძლებელად მიმაჩნია. ჭეშმარიტება ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, თქვენ კი დაფიქრდით არსებობს რაიმე აზრი რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება? მიუხედავად იმასა, რომ არსებობს რაღაც საკითხები, რომელშიც მეტ-ნაკლებად ყველა ვთანხმდებით, მე არ ვიცი ასეთი აზრი.

Read the rest of this entry »

როგორც იქნა დავეშვი. პარაშუტი სწრაფად დავკეცე და ზურგჩანთში ჩავკეცე. უზარმაზარ პურის ყანაში, მე,  ალბათ, მხოლოდ მარცვლის ოდენა თუ ვიქნებოდი. ზემოდანვე დავინახე შორს დიდი ჭალა მოჩანდა. გადავწყვიტე გეზი სწორედ იქით ამეღო.

დაახლოებით 2 საათი ვიკვლევდი გზას ჩემზე 50-ჯერ მაღალ თავთავებს შორის. გავაღწიე. დავინახე იასამნისფერი ნაკადული. მივუახლოვდი. ვიცოდი ზუსტად 2 ნახევარი ყლუპი უნდა დამელია ნორმალურ სიმაღლეს, რომ დავბრუნებოდი. შორს დავინახე მოძრავი სილუეტები. მზე ზენიტში იყო. მირაჟივით მომეჩვენა, მაგრამ მოვალე ვიყავი წავსულიყავი.

მივედი დანიშნულების ადგილას. ახლოდან ყველაფერი ბევრად უფრო რეალური იყო, ვიდრე ზევიდან, როცა ვეშვებოდი. კუბოკრული ჟირაფები ვარდისფერ ფოთლებს ჭამდნენ  ლურჯი ხეებიდან. შავ-თეთრ კოპლებიანი ზებრები ყვითელ მდინარესთან გრილდებოდნენ. უცებ ორი წითელი პუმა გამოჩნდა. ყველამ მათკენ გაიხედა, ახალდაქორწინებულები იყვნენ. ზურგიდან იასამნის სურნელი ვიგრძენი. შევბრუნდი და დავინახე იასამნისფერი სპილო. ხორთუმით ფუნჯი ეჭირა და მოლბერტთან იდგა. საოცრად ხატავდა ჩვენს ირგვლივ არსებულ პეიზაჟს. გავოცდი, როცა ნახატზე საკუთარი თავი ამოვიცანი. ლურჯი ვიყავი, სახეზე თეთრი ჭორფლებით. თმა იისფრად მიფრიალებდა. პეიზაჟი მოძრავი იყო.

მძიმედ დავეშვი პლასტელინის მაგვარ მიწაზე, არ იწებებოდა და არ იზილებოდა, თუმცა ჩემი უზარმაზარი ფეხსაცმლის კვალი მაინც რჩებოდა. სკაფანდრი მოვიხსენი. ღრმად ჩავისუნთქე შოლოლადის გამაბრუებელი სურნელი. მარსზე ვიყავი.

Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com