Fish's Blog

Archive for the ‘ვუყურე და მომეწონა’ Category

არ იტკინო! – რამდენჯერ გაგვიგია ეს ფრაზა მშობლებისგან, ან უცხო ადამიანებისგან სათამაშო მოედანზე თუ ქუჩაში. ერთი შეხედვით მზრუნველობით აღსავსე ფრაზაა, არცერთ მშობელს სურს მისმა შვილმა რამე იტკინოს. თუმცა რამდეიმე თვის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისას გაგებულმა ამ ფრაზამ, ფილოსოფიური აზრები აღმიძრა.

Read the rest of this entry »

33012271ჩემთან მოვიდა ჯემალ ქარჩხაძის რომანი “მდგმური”. შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ, მინდა ჩემს გრძნობებზე დავწერო, და მიუხედავად იმისა რომ შეუძლებლად მიმაჩნია სიტყვით გრძნობის სრული სისრულით გამოხატვა, შევეცდები მაინც. აი ჯემალ ქარჩხაჯემ კი ნამდვილად ზედმიწევნით ზუსტი სიტყვებით შეძლო რომანის მთავარი გმირის გრძნობების გადმოცემა, რომლის სახელს ვერასდროს გავიგებთ, ალბათ იმიტომ რომ ჩვენი თავი უნდა ამოვიცნოთ მასში, სახელი კი ნამდვილად ხელს შეგვიშლიდა ამაში, როცა რაღაცას სახელს არქმევ ის შენგან განყენებულია და თავისთავად არსებობს, შესაძლოა მასთან მსგავსებაც დაინახო, თუმცა მას მაინც თავისთავადად აღიქვამ.
ამ რომანში ყველაფერი არც ისე მარტივადაა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაწარმოების მთავარი გმირი არ გიყვარდება, არ გიზიდავს მისი გამორჩეული თვისებები, არ ცდილობ მის თვისებებში შენი თვისებები აღმოაჩინო და ამით გაიხარო. აქ ყველაფერი პირიქითაა, მდგმური გაღიზიანებს, ნერვებს გიშლის, გინდა უყვირო, შეანჯღრიო, გამოაფხიზლო, მერე ძალა შემატო, რომ უარი არ თქვას ოცნებაზე, არ აჰყვეს წუთიერ ვნებებს, მიწიერ ცდუნებებს, გინდა უთხრა რომ წამიერს არ დასჯერდეს და მარადიულისაკენ ისწრაფვოს. თუმცა ხედავ ადამიანს, რომელმაც ვერ გაუძლო, ყველაზე პრიმიტიულად რომ ვთქვათ – დღევანდელი კვერცხი ამჯობინა ხვალინდელ ქათამს. სიამოვნება ანაცვალა ოცნებას. და როგორ ფიქრობთ რა მოსდევს ამ სიამოვნებას? რა თქმა უნდა სრული სიცარიელე, საკუთარი თავის დაკარგვა, რაც იმდენად მტკივნეულია რომ მას ვერც ერთი სხვა ტკივილი ვერ შეედრება.

ბრაზდები ამ კაცზე, ამ უსინდისო ღორზე, როგორ დათმო ყველაფერი წამისთვის, როგორ უღალატა საკუთარ თავს, როგორ დაკარგა “მე”. საკუთარ თავს ეკითხები – რატომ ბრაზობ? იმიტომ ხომ არა, რომ შენი თავი დაინახე? და ამაზე კიდევ უფრო ბრაზდები. იქნებ ეს არის ამ რომანის მიზანი – ადამიანის გამოფხიზლება. არ ვიცი.

აბა მითხარით ვინ აირჩია ოცნებისკენ მიმავალი გზა? ვინ არ შეუშინდა ათას დაბრკოლებას? შიშს? ვინ არ აჰყვა ცდუნებას? ვინ თქვა უარი წამიერ სიამოვნებაზე? ვინ? – მხოლოდ იმან ვინც დაითმინა და მხოლოდ ერთ რამეს უყურებდა და იმისკენ მიდიოდა, ეს ერთი რამე კი – მე ჭეშმარიტება მგონია.

72470149_124335192309396_306554957199310848_nახლა მინდა, მოგიყვეთ როგორ მოვიდა ეს რომანი ჩემთან. შემთხვევით აღმოვაჩინე თეატრალური კომპანია ჰარაკის სპექტაკლი “მდგმური”. აღწერამ იმდენად დამაინტერესა, რომ სასწრაფოდ წავიკითხე ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების რომანი, ვიყიდე სპექტაკლის ბილეთი და დაველოდე. საოცრად მაინტერესებდა ჩემს გონებაში დახატული პერსონაჟები, სცენები, ფერები როგორ იქნება დანახული ამ სპექტაკლის შემქმნელების მიერ.

დარბაზში შესვლისას თავი მდგმურის ოთახში ამოვყავი – სამარე – “პატარა ოთახი, ვიწრო და გრძელი, როგორც დერეფანი, და უსაშველოდ მაღალი ჭერი ჰქონდა.” არ ვიცი ეს დამთხვევა იყო თუ ჩანაფიქრი, თუმცა სპექტაკლის მსვლელობისას მივხვდი, რომ ისეთი დეტალები იყო დაჭერილი, რასაც შეიძლება კითხვისას ყურადღება საერთოდ არ მიაქციო. პერსონაჟებიც კი იგივე მანერით და ტონალობით ლაპარაკობდნენ, როგორც ჩემს წარმოსახვაში. ფერები, განათება, მუსიკა, ხმები ზუსტად იმ შეგრძნებებს აღძრავდა რასაც კითხვისას განვიცდიდი, თან უფრო გამძაფრებულად. ბევრი არ მინდა მოვყვე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ “არავის ძალუძს იმის თქმა, რასაც განიცდის”, მეორე იმიტომ , რომ ვერ გადმოვცემ, რადგან “სიტყვა აზრის თარგმანია, თარგმანი კი ტლანქად ნათქვამი ორიგინალია” და მესამე იმიტომ რომ არ მინდა რამე წამომცდეს, ეს უნდა ნახო!!!

საზოგადოებრივი აზრი არის ნორმების და დოგმების აუარებელი ქსელი, რომელიც შექმნილია ჩვენს მიერ, და რომელშიც გზის გაგნება ბრმად გვიწევს დიდი ძალისხმევის შედეგად. საზოგადოების თითოეულ წევრს წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ეს საერთო აზრი გვკარნახობს არა მხოლოდ ქცევის, არამედ ცხოვრების “ნორმებსაც”.

IMG_2135.CR2
საზოგადოება წყვეტს როგორ უნდა იცხოვროს ინდივიდმა, რისი უნდა სწამდეს, რა უნდა ისწავლოს, როდის უნდა შექმნას ოჯახი, როდის უნდა ეყოლოს შვილები, შვილები როგორი უნდა ყავდეს, როგორი მანქანით უნდა გადაადგილდეს (ფეხით რომ არ უნდა იაროს ამაზე ლაპარაკიც არ ღირს), რა უნდა ჩაიცვას, სად უნდა ჩაიცვას, სად უნდა ისვენებდეს, რა უნდა ჭამოს, თმა სად უნდა შეიჭრას, რომელი კოსმეტიკა უნდა გამოიყენოს, … ამ “უნდა” სიის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება. და ამ ყველაფერში ახალი არაფერია, საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჩვენი ცხოვრების წარმმართველია – ყოველთვის იყო, არის და იქნება, სრული ძალით შეგიპყრობს და თავს არასდროს დაგანებებს.
და ვინაიდან ამ აზრის ჩამოყალიბებაში თითოეულ ჩვენგანს მიუძღვის წვლილი, თუკი კარგად დავფიქრდებით, სწორედ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის თავზე უნდა იწვნიოს მისი დაუნდობელი ძალა. ასე რომ წუწუნს მოვეშვათ, რაც დავთესეთ იმასვე ვიმკით. Read the rest of this entry »

Untitled11111ყველა რაღაცას მალავს, რაღაცას ისე თორემ ალბათ ბევრ რამეს. ზოგი დიდ ცხვირს მაკიაჟით, ზოგი წვრილ ტუჩებს კონტურული ფანქრის გამოყენებით, ზოგი სიმელოტეს, ზოგი ჭარბთმიანობას, ზოგი სიმსუქნეს, ზოგი სიგამხდრეს, ზოგი შეხედულებებს, ზოგი ორიენტაციას, ზოგი ცხოვრების სტილს. ზოგი საკუთარ თავსაც არ უტყდება სიმართლეში, ზოგიც ბედავს, ჯერ საკუთარ თავთან ხდება გულახდილი, მერე ძალას იკრებს და საზოგადოებას უმხელს იმას, რასაც ადრე საკუთარ თავს უმალავდა… საზოგადოების ნაწილი იღებს ამ ადამიანს, ნაწილისთვის სულერთია, ნაწილი კი აგრესიულად განეწყობა და მტრულად მოეკიდება ხოლმე. ალბათ, მიხვდით რაზეც ვსაუბრობ, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები ვიგულისხმე, სიტყვა განსხვავებულიც მეხამუშა რაღაცნაირად.
Read the rest of this entry »

23283339_10208694540315455_1755082488_nმგონია რომ ცხოვრებას აღვიქვამ ლამაზად, არ მიყვარს ეს სიტყვა, თითქოს არაფრის მთქმელია, მშვენიერი უფრო მომწონს, მაგრამ არც ეგ სიტყვა აღწერს ჩემს დამოკი-დებულებას ცხოვრებისადმი. მაგრამ, მაინც ვიტყვი ცხოვრება მშვენიერია თავისი ტკივილით, საკუთარი თავის ძიებით, პოვნით და შემდეგ ისევ დაკარგვით, საკუთარი თავის სიყვარულით, შეცოდებით, სხვების მეტ-ნაკლები სიყვარულით, იმ ერთის ნამდვილი სიყვარულით; ცხოვრება მშვენიერია ყველა გრძნობით და ხანდახან გრძნობების არ ქონითაც მშვენიერია. ცხოვრება მშვენიერია ხმებით, არ მიყვარს ყურსასმენით სიარული, გარემოს ხმებზე დაკვირვებაზე მეტად ერთი და იმავე მუსიკის სმენა არ აღმაფრთოვანებს, აი გარემოს ხმები სულ სხვაა, აი ახლაც კლავიატურაზე თითების ტყაპატყუპი, მოჩვენებითი სიჩუმე ირგვლივ, მანქანების ყრუ გუგუნი შორიდან, დახურული ფანჯრიდან შემოსული ფოთლების შრიალის ხმა, ნუთუ ეს მშვენიერი არაა?!23163881_10208694540355456_683983020_n ნუთუ მშვენიერი არაა როცა მზიან დღეს სეირნობ ჩუმ ქუჩაზე, სადაც ადამიანები საერთოდ არ დადიან, რამდენიმე ქუჩის მოშორებით ქალაქის ყრუ გუგუნი ისმის, შენ კი მკვეთრად მხოლოდ შენი თმების შრიალის ხმა გესმის, თუ როგორ ეხეთქებიან თმის ღერები ერთმანეთს.
სილამაზის აღქმის უნარი გაქვსო…
იქიდან ჩამოიტანე, რაღაც ისეთი შეგეხო იქ, რომ სილამაზეს სხვანაირად აღიქვამო, – ასე მითხრა. ისევ სილამაზე…
Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 53 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com