Fish's Blog

Posts Tagged ‘სიხარული

ჩემი გაზრდილი, მოვლილი, ნაზრუნები და ნაფერები კატის დაღუპვის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრა გრძნობები ცოცხალი არსებების მიმართ. ახლაც ტკივილი მიპყრობს, რომ წარმოვიდგენ რას გრძნობდა ჩემი ფისო სიკვდილის ბოლო წუთებში და ეს შეგრძნება შიგნიდან მღრღნის, ყელში ბურთი მეჩხირება და ხანდახან ისიც მგონია რომ ოდესმე შეიძლება დამიბრუნდეს. ადრეც დამიწერია, რომ განსაკუთრებულ კავშირს ვგრძობ ბუნებასთან, ძალიან მსიამოვნებს ცხოველებზე, მწერებზე და მცენარეებზე დაკვირვება, ზოგადად დაკვირვება ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, ყოველი ფოთლის აღმოცენება და გაშლა სასწაულად მიმაჩნია.

Monarch-Butterflies-In-Flight-copyრამდენიმე დღის წინ ჩავიარე რუსთაველის მეტროსთან, მთელი კედელი მცენარეებით რომ არის დაფარული აი იმ ადგილას და რაღაც ვიგრძენი, არ ვიცი ეს რა იყო, თითქოს გავიაზრე რომ სუნთქავს და თავისი ცხოვრება აქვს, დაბადება, განვითარება, ცხოვრება (ისიც ხომ გრძნობს ქარებს, წვიმას, ისიც ხომ სუნთქავს მანქანების გამონაბოლქვს, მასაც ხომ აწუხებს ტრანსპორტის ხმაური). ვიგრძენი რომ დამოუკიდებელი არსებაა, როგორც ადამიანის მამოძრავებელი სითხე – სისხლი მიექანება სისხლძარღვებში, მასშიც არის ასეთივე ძარღვები, რომელშიც მიედინება სასიცოცხლო წვენები, მიდის ფოტოაინთეზის რეაქცია და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ ხდება ამ ერთი შეხედვით უბრალოდ ლამაზ ქმნილებაში, რაღაც დავინახე მასში არ ვიცი როგორ უნდა ავხსნა ეს ყველაფერი, მერე ბუჩქებს გადავხედე და ისევ იგივე ვიგრძენი, სიტყვებით აღუწერელი მოწიწება. ჩავუარე ამ ხასხასა, ჯანმრთელ ბუჩქებს და შემრცხვა. ბავშვობაში რამდენჯერ მომიწყვეტია ფოთოლი ბუჩქიდან ან ხიდან, ისე უბრალოდ, აზრის დატანების გარეშე, მერე ხელში მითამაშია და გადამიგდია. შემრცხვა რომ ვატკინე, შემრცხვა რომ მოვკალი.

Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 52 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com